• პარტნიორები

    ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია მსოფლიო ლიდერი ფოლადის წარმოებაში "ARCELORMITTAL"-ი.

  • პარტნიორები

კომპანია "MG" 1991 წლიდან წარმატებით მუშაობს საქართველოს ლითონპროდუქციის ბაზარზე.
20 წელის განმავლობაში ჩვენ საგრძნობლად გავაფართოეთ ჩვენი საქმიანობის სფერო, პროდუქციის მიწოდების კომპლექსური მომსახურების ხარჯზე, რაც გულისხმობს: ადგილზე მიტანა, მომხმარებლისათვის საჭირო ზომებზე დაჭრა, დახარისხება და შეფუთვა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბიზნესი დავიწყეთ სწორედ გაყიდვებით და ამ წლების განმავლობაში კომპანია მნიშვნელოვნად განვითარდა.

დღეს, კომპანია "MG" საქართველოში ფლობს სამ სავაჭრო ცენტრს საკუთარი საწყობილობებითა და იმფრასტრუქტურით თბილისში, ბათუმსა და ქუთასიში. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია მსოფლიო ლიდერი ფოლადის წარმოებაში "ARCELORMITTAL". ასევე ვთანამშრომლობთ უკრაინის, თურქეთის, ჩინეთის, რუმინეთის, ბელორუსის და ესპანეთის წამყვან ფოლადის ნაგლინის მწარმოებლებთან.

ჩვენი წარმატების საფუძველია: 100-ზე მეტი მაღალკვალიფიციური პროფესიონალთა გუნდი, ხარისხიანი პროდუქციის ფართო არჩევანი, კომფორტული მომსახურება, ადგილზე მიტანის სერვისი და კომპლექტაცია ნებისმიერი დასახელების საქონლით, ინდივიდუალური და მოქნილი ფასები, სწრაფი მომსახურება და მიწოდების მინიმალური ვადები.

კომპანიის მდგრადი განვითარების საფუძვლებია საქონელის ხარისხისა და მომსახურების მაღალი დონით სწორი პოზიციონირება. ასევე მომხმარებლების მოთხოვნებზე ორიენტაცია, მათი ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით. 

კომპანია "MG"-ს მთავარი ამოცანებია: ლითონპროდუქციით ვაჭრობის ცენტრების გეოგრაფიის გაფართოება, რომლებსაც შეეძლებათ ლითონის პირვალადი გადამუშავების ფართო სპექტრით მომსახურების უზრუნველყოფა. ხოლო პრიორიტეტული მიზანია მომხმარებლებს შესთავაზოს მაღალი ხარისხის პროდუქცია, საჭირო რაოდენობით, უმოკლეს დროში, მინიმალური დანახარჯებითა და მასზე მორგებული ადგილზე მიტანის სერვისით.

 

ჩვენს შესახებ

ჩვენი მისიაა დავაკმაყოფილოთ კლიენტების მოთხოვნები, შევთავაზოთ უმაღლესი ხარისხი და მოქნილი მომსახურება

more

პარტნიორები

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია მსოფლიო ლიდერი ფოლადის წარმოებაში "ARCELORMITTAL"-ი.

more

სერვისი

ჩვენ ვუზრუნველყობთ მომსახურების უმაღლეს სტანდარტებს. ვახდენთ სატრანსპორტო მომსახურებას

more